14:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 22:22:48, 350 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - არავის ეშინია ივანიშვილის რეპრესიების - საქართველო ისეთი თავისუფალი იქნება, როგორიც რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდები

არავის ეშინია ივანიშვილის რეპრესიების - გუშინდელი რეიდები და დღევანდელი დაჭერები სწორედ შიშის დანერგვას ემსახურებოდა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ისეთი თავისუფალი იქნება, როგორიც დღეს რუსთაველზე მყოფი ახალგაზრდები არიან.

„რა თქმა უნდა, არავინ უშინდება ივანიშვილის რეპრესიებს. რეიდები პოლიტიკური პარტიების ოფისებში, სამოქალაქო ორგანიზაციების ოფისებში ემსახურებოდა სწორედ შიშის დანერგვას, ისევე როგორც ეს დაჭერები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. იცით, რომ გუშინ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის უკანონო ჩხრეკის დროს დააკავეს ხუთი ჩვენი ახალგაზრდა, რომლებიც ყოველდღე თავიანთ თანატოლებთან ერთად ბრძოლის წინა ხაზზე დგანან რუსული რეჟიმის, რუსული ომონის წინააღმდეგ. ასევე უკანონოდ არის დაკავებული ასეულობით სხვა ახალგაზრდა, რომლებსაც ედავებიან თავდაცვითი საშუალებების ტარებას, თუმცა რეალურად ედავებიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას. გუშინაც ჩვენი ოფისიდან ვითომ ნივთმტკიცება რომ გაიტანეს - საქართველოს დროშები, ფიზიოლოგიური ხსნარები, რომლითაც მე , სოფო ჯაფარიძე და ექიმების გუნდი ვეხმარებოდით აქციაში დაშავებულ მონაწილეებს. გაიტანეს ის კარავი, რომელშიც ჩვენ გვქონდა სამედიცინო საშუალებები. სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან ივანიშვილის საქართველო პუტინის რუსეთს, რომელსაც ჰყავს მათ შორის მცირე წლოვანი პატიმრები, 15-16 წლის ბავშვები. მეტროებში დასდევდნენ გუშინ ახალგაზრდებს ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების წევრები მხოლოდ იმისთვის, რომ ისინი იცავენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ მე როდესაც ვუყურებ ამ ახალგაზრდებს, მათ შეუპოვრობას, ბრძოლისუნარიანობას, სიმტკიცეს, ეს კიდევ უფრო მარწმუნებს იმაში, რომ საქართველო იქნება სწორედ ისეთი თავისუფალი, როგორებიც არიამ ეს ახალგაზრდები“,- განაცხადა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics