14:55 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 21:18:26, 368 ნახვა

პოლიტიკა
ოთხი ევროპარლამენტარი - საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას ვგმობთ

საქართველოს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას ვგმობთ,- ამის შესახებ საერთო განცხადებას ოთხი ევროპარლამენტარი ავრცელებს.

განცხადების ავტორები არიან: დევიდ მაკალისტერი (ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ნილს უშაკოვსი (ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე), სერგეი ლაგოდინსკი ("ევრონესტის" საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე) და რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი).

ევროპარლამენტარები ევროკავშირსა და წევრ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ ყველა იმ პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, რომლებიც საარჩევნო დარღვევებსა და ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოსული საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებზე პასუხისმგებლები არიან.

„ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიული ოპოზიციის წინააღმდეგ მზარდ რეპრესიებსა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას. ოპონენტების დაკავება და ოფისების დარბევა ავტორიტარული რეჟიმების ინსტრუმენტთა ნაკრების ნაწილია და ევროკავშირის წევრობის მსურველ ქვეყანაში ადგილი არ აქვს. „ქართული ოცნება“ პირდაპირ არის პასუხისმგებელი დემოკრატიის უწყვეტ უკუსვლასა და ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნის ევროპული გზიდან მკვეთრ გადახვევაზე. მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები საქართველოს მომავლის შესახებ არსებული შეშფოთების ლეგიტიმური გამოხატულებაა ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ჩვენს მოთხოვნას, დაწესდეს მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც რეპრესიების ტალღასა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე უმთავრესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება. საქართველოს გაყალბებული არჩევნების ხელახალი ჩატარება სჭირდება, რომელიც უნდა ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ, რათა ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი უზრუნველყოფილი იყოს. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დემოკრატიისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე დამცველად რჩება. ევროპარლამენტი მამაც ქართველ ხალხსა და მათ ევროპული მომავლის არჩევანს მხარს უჭერს“, - აცხადებენ ევროპარლამენტარები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
პენიტენციური: რატიანის კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს
ლევან ხაბეიშვილის ოპოზიციას მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics