2024-12-05 20:14:25, 314 ნახვა
პოლიტიკა
ბერბოკი - მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს
მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მალტაში, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 31-ე შეხვედრაზე განაცხადა.
ბერბოკის განცხადებით, მთავრობა უხვევს ევროპული გზიდან.
„ჩვენ მივესალმებით ქართველი ხალხის გამბედაობას, რომელიც დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასაცავად ქუჩაში გამოდის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ გზას დაუბრუნდეს. სწორედ მთავრობა უხვევს ამ გზიდან მისი სიტყვებითა და მოქმედებებით“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,