|
2024-12-05 19:59:52, 253 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - აღმოჩნდა, რომ აქცია სხვადასხვა ნივთიერებებით ოპოზიციის ოფისებიდან მარაგდებოდა
,აღმოჩნდა, რომ მათი (ოპოზიციის) ოფისებიდან იმართებოდა პროცესი და მარაგდებოდა ამ სხვადასხვა ნივთიერებებით. - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. „სახლში შეიძლება გქონდეს მაკრატელი ან დანა და საერთოდ არა არის ეს დანაშაული, მაგრამ იმ დანით ან მაკრატლით თუ ვინმეს გაეკიდები იქნება თავდასხმა. კითხვას რომ გისვამენ, რატომ გქონდა ეს პიროტექნიკა, რომ თავს ესხმოდი შემდეგ პოლიციელებს ამით, იმ პიროტექნიკით თავდასხმა დანაშაულის იარაღია ამ შემთხვევაში. სახლში თუ გექნება და ახალ წელს ჰაერში გაისვრი ის გართობის იარაღი იქნება. უნდა მიხვდნენ, რომ ასეთი სულელური მესიჯებით თავდაცვა არ არის სწორი, ვერ გაიმართლებენ თავს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ექნება ამ ყველაფერს. აღმოჩნდა, რომ მათი ოფისებიდან იმართებოდა პროცესი და მარაგდებოდა ამ სხვადასხვა ნივთიერებებით. ცალკე აღებული იმ ნივთიერებების ქონა სახლში შეიძლება არც ერთი არ იყოს დანაშაული, თუმცა იმ ნივთიერებებით „მოლოტოვის კოქტეილს“ რომ დაამზადებ ესაა დანაშაული. ლაზარე გრიგორიადისი გმირი გახადეს, პოლიციელს ვინც დაარტყა „მოლოტოვის კოქტეილი“, გმირიაო ამბობს და სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ლაზარეს თანატოლებს ან უფრო პატარებს ჰგონიათ, რომ ეს საქციელი გმირობაა. ასეთი რაღაცები არ გავა ქართულ სახელმწიფოში კი არა, არსად არ გავა. ასეთი უსუსური მცდელობების „გაპრავების“ მათივე ენაზე და ჟარგონულად რომ ვთქვათ, იმ თავისი ქმედებების, რასაც სჩადიან აღარ გამოვა, დამთავრდა. მე პირადად დანაშაულის ნიშნებს ვხედავ ამ სპეცრაზმელების ოჯახების წინააღმდეგ მიმართული ბულინგის კამპანიაში. ზოგიერთ მათგანს „ფეისბუქის“ გაუქმებაც კი მოუწია. ამგვარი ქცევის ცვლილება რომ ხდება მინიმუმ კითხვა უნდა დაისვას, ხომ არ არის აქ დანაშაულის ნიშნები. ეს არ არის ჟურნალისტური საქმიანობა, ადევნებაა ჩვეულებრივი. ეს ჩემი სუბიექტური შეფასებაა, რა თქმა უნდა. მოდი იურისტებმა ვიმსჯელოთ, ხომ არ აქვს ამ ჩემს სუბიექტურ შეფასებას საფუძველი სამართლებრივი მსჯელობისა, როგორც მინიმუმ, რომ ამ საკითხზე საგამოძიებო ორგანოებმა იფიქრონ და იმსჯელონ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ბიზნესმენი რესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)