16:28 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 17:40:39, 249 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა - ეს იყო აუცილებელი ღონისძიება სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად

არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება თითოეული ჩვენგანისთვის დამდგარიყო,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება სახელმწიფოს ვალდებულებაა. 

„სახელმწიფოს ამოცანა დღეს საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა, არეულობის აღკვეთაა. არავის უხარია საპროტესტო აქციების დაშლა, ეს იყო აუცილებელი ღონისძიება იმ სავალალო და მძიმე შედეგების თავიდან ასაცილებლად, რაც შეიძლება დამდგარიყო ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. კანონის უზენაესობა - ეს არის ის მთავარი ქვაკუთხედი, რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო, მათ შორის საქართველო და სწორედ ამიტომ არის დღეს ჩვენი სახელმწიფო ძლიერი თავისი ინსტიტუტებით. ძალადობის აღკვეთა და კანონის აღსრულება, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერმა აქვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს უსაფრთხოების დაცვისა და მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა. 

„მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის, მოთმინებისთვის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლის გაძლებისთვის. აქვე, მადლობას ვუხდი ყველა სახელმწიფო უწყების, მათ შორის თბილისის მერიის თანამშრომლებს, მათზე განხორციელებული წარმოუდგენელი ზეწოლისა და ბულინგის მიუხედავად, დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის. 

მადლობა თქვენ, ჩვენს მხარდამჭერებს, მილიონ 120 ათას ადამიანს, რომლებმაც გვანდეთ ამ ქვეყნის ბედი, გვანდეთ თქვენი ოჯახების მომავალი. გპირდებით, ამ ნდობას თვალისჩინივით გავუფრთხილდებით. პირობას გაძლევთ რომ ქვეყანაში აუცილებლად გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ღირსებით ვივლით ევროინტეგრაციის გზაზე. ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ და შევეგუოთ ერთ რამეს - საქართველო უპირველეს ყოვლისა“,- აღნიშნა თბილისის მერმა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics