06:07 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 14:22:24, 387 ნახვა

საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 6-9 დეკემბერს - გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 6-9 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 10 დეკემბრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. 

„თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +17, +20 გრადუსამდე მოიმატებს. 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +17, +20 გრადუსამდე მომიმატებს, 7-8 დეკემბერს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა  დღისით +10, +13 გრადუსი დაფიქსირდება. 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics