16:29 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-05 11:37:15, 376 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციამ დღეიდან გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი აამოქმედა

ოპოზიციამ დღეიდან გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი აამოქმედა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრი საზოგადოებას სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას განვითარებული პროცესების შესახებ. 

„მოგესალმებით ყველას, დღეიდან  ამოქმედდება ოპოზიციის გაერთიანებული  საინფორმაციო ცენტრი, რომელიც მუდმივად მოგავდით  განახლებებეს და შეფასებებე პოლიტიკური ოპოზიციისგან, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ადეკვატური ინფორმაცია და ყველაფერზე რაც ხდება. მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო  ყველა უკანონოდ დაკავებულს  ადამიანს, რომლებიც  არიან გატაცებული უკანონოდ. უკვე იმდენი ადამიანია დაკავებული, რომ თბილისშიც ვეღარ ატევენ და მიყავთ რეგიონებში  და ეს არის  ნიშანი იმისა, რომ  ეს  უკანონო რეჟიმი  არის საკუთარი ლპობის  ფინალურ სტატიებზე. ის ფაქტი რომ ისინი ასე იქცევიან ადასტურებს იმას , რომ მათ გარდა უხეში ფიზიკური ძაალისა  აღარ დარჩათ  არანაირი სხვა რესურსი  ხელისუფლების შესახებ შესანარჩუნებლად. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ უამრავი პატიოსანი პატრიოტი  საჯარო მოხელე  ემიჯნება ამ  ყველაფერს და უარს ამბობს მიიღოს მონაწილეობა  იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის განხორციელებელი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის პარტია ეწევა  საქართველოში“,- განაცხადა ცუცქირიძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
ოპოზიციის ალიანსი: დიუშენის შემთხვევამ ცხადყო, რამდენად მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics