04:15 - 22 Oct, 2026
|
2024-12-04 22:55:50, 440 ნახვა
სამართალი
თბილისში 19 წლის სტუდენტი დააკავეს
თბილისში, 4 დეკემბერს საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ 19 წლის სტუდენტი დააკავეს, რომელიც კურიერად მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ირაკლი მიმინოშვილი პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა არ არის არცერთი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი, არ არის აფილირებული არც ერთ აქტივისტურ გაერთიანებასთან. როგორც „რადიო თავისუფლებას“ ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები უყვებიან, პოლიცია ახალგაზრდა კაცის სახლში ჩხრეკისთვის შუადღისას, დაახლოებით, 2 საათისთვის შევიდა. ამ დროს სახლში მხოლოდ ირაკლი და მისი და იმყოფებოდნენ. საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ადვოკატის გარეშე, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ამოიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და წვრილმანი ტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)