2024-12-04 00:54:52, 399 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური მინისტრი - საქართველოსთან ყველა სახის თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია
საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან განვითარების კუთხით თანამშრომლობა აღარ არის შესაძლებელი,- ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური მინისტრი სვენია შულცე სოციალურ ქსელში წერს.
ფედერალური მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან ყველა სახის თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია.
„საქართველოსთან ყველა სახის თანამშრომლობა გადახედვის პროცესშია.
არც ახალი პროექტი განხორციელდება და არც სასესხო ხელშეკრულებები გაფორმდება.
შესაძლოა, მივიღოთ დამატებითი ზომები ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით“,- წერს შულცე X-ზე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,