2024-12-03 22:12:58, 367 ნახვა
პოლიტიკა
გონჩარენკო - ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდითაა
ძვირფასო ქართველებო, მთელი უკრაინა თქვენს გვერდით არის,- ამის შესახებ უკრაინის რადას წევრი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
გონჩარენკოს განცხადებით, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და საქართველოს ანადგურებს“.
„უკრაინა მათ გვერდით არის, ვინც თბილისის ქუჩებში საქართველოს ევროპულ მომავალსა და ზოგადად, საქართველოს მომავალს იცავს. მათ გვერდით, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ ამ ზამთრის შემდეგ არა რუსული გაზაფხული, არამედ ქართული გაზაფხული მოვიდეს. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ კრემლის სცენარის ნაწილად იქცა და დღეს საქართველოს ანადგურებს. ჩვენ თქვენი გამარჯვების გვჯერა. საქართველო ევროპაა და დღეს ამას მთელს მსოფლიოს უმტკიცებთ“,- აცხადებს გონჩარენკო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,