|
2024-12-03 19:42:16, 431 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - 22 წლის ბიჭის ყველა სასიცოცხლო პარამეტრი ნორმაშია, ხოლო 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში
მხოლოდ 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით.- ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. განუცხადა. მისი თქმით, პრაქტიკულად, არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფატალური ან მძიმე შედეგების მოლოდინია. „როგორც მოგეხსენებათ, აქციების დაწყების დღიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური პრაქტიკულად შეუწყვეტლივ, მუხლჩაუხრელად შრომობს იმისთვის, რომ ყველა პაციენტისთვის იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო დახმარება. ამ დრომდე, საბედნიეროდ, ამ ყველაფერს წარმატებით ართმევს თავს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. უკლებლივ ყველა პაციენტი, რომელსაც ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ყველა ღებულობს ასეთ დახმარებას და ვისაც ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისად ისინი თავსდებიან შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. ამჟამად სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ტიპის დაზიანებებით შედიან სამედიცინო დაწესებულებებში, კლინიკებში პაციენტები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ დღის, 3 დეკემბრის მონაცემებით, 26 პაციენტია გადაყვანილი კლინიკებში სხვადასხვა სიმძიმით. ბუნებრივია, ყველას გაეწია სათანადო მკურნალობა. პრაქტიკულად, არცერთ შემთხვევაში არ არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფატალური ან მძიმე შედეგების მოლოდინია“, - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)