|
2024-12-03 19:14:50, 413 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა
დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა“, კითხვა ისმოდა, რატომ შეგიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში როცა უკვე ვიცოდით თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა და მე ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი რამე თუ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, იმედი თუ ნდობა იმისი, რომ საკონსტიტუციო მიიღებდა სწორი გადაწყვეტილებას ქვეყნისთვის. ჩემთვის პირველ რიგში არსებობს ადამიანების იმედი მითუმეტეს ამ ქვეყანაში სადაც არა ერთხელ ადამიანებმა გამოაჩინეს ის შინაგანი ძალა, რომ შეიძლება გადაუდგე იმ მოვლენებს და დადგე როგორც პიროვნება და მქონდა იმედი, რომ როცა ადამიანებმა იციან რომ მათზე არის დამოკიდებული საშუალება რომ ქვეყანა დაუბრუნდეს მშვიდობას დაუბრუნდეს კონსტიტუციურ წყალბადს და მერე დავუბრუნდეს პოლიტიკურ პროცესს. ეს მოსამართლეები ინაწილებენ პასუხისმგებლობა იმ მოვლენებზე რომელიც შეიძლება განვითარდეს. მჯეროდა ვიმედოვნებდი, რომ სამი ადამიანი მაინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა და იქნებოდა მართალი თავის სინდისის წინაშე და ქვეყნის წინაშე შევეცდი შევცდი და დღეს ვართ იმ მდგომარეობაში- განაცხადა პრეზიდენტმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)