21:17 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 17:04:57, 362 ნახვა

პოლიტიკა
აქციაზე დაკავებული - ტრასაზე დამაგდეს და შემდეგ მთელი ძალით სახეში ფეხი დამარტყეს, მეგონა მკლავდნენ

კედელთან რამდენიმე ასეული ადამიანი მიგვიმწყვდიეს. ვხედავდი, რაღაც ნაწილი შენობაში შევიდა და იქიდან დუბინკებით გამოჰყავდათ,- ამის შესახებ თბილისში, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაშავებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა.

როგორც მოქალაქე აღნიშნავს, პოლიციელები მოქალაქეებს ინდივიდუალურად სცემდნენ და არბევდნენ.

 

„გამთენიის 6 საათს როდესაც გადაცდა ქაშვეთის ტერიტორიაზე ვიყავი. რუსთაველიდან მოდიოდა სპეცრაზმი, ასევე თავისუფლებიდანაც. გასასვლელი არ დაგვიტოვეს. ყველანი სასტუმრო მარიოტის კედელთან აღმოვჩნდით და დარბევა დაიწყეს. შემდეგ ინდივიდულურად გვცემდნენ და გვარბევდნენ.

კედელთან რამდენიმე ასეული ადამიანი მიგვიმწყვდიეს. ვხედავდი, რაღაც ნაწილი შენობაში შევიდა და იქიდან დუბინკებით გამოჰყავდათ.

პირველად ტრასაზე დამაგდეს და ცემა დამიწყეს, მეუბნებოდნენ გიცანითო.

შემდეგ მთელი ძალით სახეში ფეხი დამარტყეს, ცემას აგრძელებდნენ და მეგონა მკლავდენენ.

ცემის შემდეგ გამათრიეს დააახლოებით 100 მეტრში. ცემა ხდებოდა ეტაპობრივად, შემდეგ ჩვენთან ერთად გიორგი ბახუტაშვილი იყო და მისი თანდასწრებით შედარებით ნორმალურად გვექცეოდნენ“,- განაცხადა აქციაზე დაკავებულმა მოქალაქემ „TV პირველთან“ საუბრისას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics