00:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 16:57:36, 346 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი გაბეხაძეზე - შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირველი მერცხალი გამოჩნდა!

შინაგან საქმეთა სამინისტროდან პირველი მერცხალი გამოჩნდა! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გიორგი გაბეხაძეს, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსი ინსტრუქტორის თანამდებობა დატოვა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს „რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი ნიშანია“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოჩნდა პირველი მერცხალი! ეს კი რეპრესიული აპარატის ნგრევის უტყუარი წინამორბედი ნიშანია! სახელმწიფო თქვენ ხართ, ვინც ყველა უწყებაში და რა თანამდებობაზე არ უნდა იყოთ, თქვენს სამშობლოს პირად კარიერულ ინტერესზე მაღლა აყენებთ!" - წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს, 2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურის უფროსმა ინსტრუქტორმა, გიორგი გაბეხაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორს პატაკით მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics