07:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 16:54:10, 298 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 156 ადამიანი მოინახულეს - 124 პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

აპარატის თანამშრომლები ოთხი დღე და ღამეა ეძებენ და ნახულობენ აქციაზე დაკავებულ და დაშავებულ პირებს, ესაუბრებიან და პირადად მათგან იკვლევენ  დეტალებს,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, ამ პერიოდისთვის (2.12.24-13:00) სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს 156 ადამიანი, მათგან 124 (80%) პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ „პოლიცია ამეტებს თავის უფლებამოსილებას და როდესაც კონკრეტული სამართალდამცველები არ ისჯებიან ასეთი ქმედებისთვის, ყოველ ჯერზე აქციის დაშლა სულ უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ხორციელდება. ამიტომ, სახალხო დამცველი მოითხოვს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოიძიოს ყველა ასეთი შემთხვევა და მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება“. 

სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას, მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, აპარატში მოქმედებს ცხელი ხაზი - 14-81, რომელიც 24/7-ზე მზად არის, მიიღოს ინფორმაცია უფლებადარღვევების შესახებ.

"ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობის აქტები, ვნახეთ მოქალაქეების მიმართ უპრეცედენტო თავდასხმა და ძალადობა, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს. ამ ფაქტებთან დაკავშირებით იმავე დღეს გავაკეთე საკმაოდ მკაცრი განცხადებები, სადაც მოვუწოდე ხელისუფლებას და განსაკუთრებით პოლიციას, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ხოლო დამნაშავეების მიმართ გატარდეს შესაბამისი ზომები. 

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, იმოქმედონ კანონით დადგენილი ნორმების თანახმად და გამოიყენონ მხოლოდ და მხოლოდ  ლეგიტიმური ძალა. ამასთან, ვთხოვ აქციის მონაწილეებს, მაქსიმალურად ეცადონ არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს",- განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics