02:04 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 11:03:58, 360 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - აქამდე ვადგენთ ჯაფარიძის ადგილსამყოფელს - კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ

აქამდე ვადგენთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ადგილსამყოფელს - კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

გვარამიას განცხადებით, პოლოტიკოსებმა იციან, რა ბრძოლაშიც არიან ჩართულნი და ვის ებრძვიან.

„ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს. კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში. 

მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ პოლოტიკოსებმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ჩართულნი და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც.

კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ, დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში. 

ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს!“- წერს ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე  „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დღეს, 2 დეკემბერს დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics