|
2024-12-01 19:12:01, 269 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, ეუთო/ოდირი არ არის თურმე ორგანიზაცია
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის და პარტნიორი ქვეყნების მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის უგულებელყოფის თაობაზე ისაუბრა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, ეუთო/ოდირს, მის მისიას, მის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით გამორჩეულად ხაზს უსვამდნენ და ენდობოდნენ, მაგრამ როგორც კი რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, იმ წუთშივე შეიცვალა ეს დამოკიდებულება და ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ, თქვან და აღიარონ, რომ ეს დასკვნები არის რეალური. „ჩვენ წლების განმავლობაში ვაკვირდებოდით მოცემულობას, როდესაც რეალურად ჩვენი პარტნიორები ქვეყნის ფარგლებს გარედან - შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით არსებული ძალები ეუთო/ოდირს, მის მისიას, მის დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით გამორჩეულად ხაზს უსვამდნენ, ენდობოდნენ და აცხადებდნენ ამ ყველაფერს ღიად. როგორც კი ეს რადიკალურ ოპოზიციას აღარ დაჭირდა, როდესაც ის პოლიტიკური ძალა არ მოვიდა ხელისუფლებაში, რომელსაც 2012 წლამდე ცალკეული ძალები „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდნენ მსოფლიოში და როგორი შუქურა იყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, იმ წუთშივე შეიცვალა ეს დამოკიდებულება და ეუთო/ოდირი არ არის თურმე ის ორგანიზაცია, რომლის დასკვნებზეც შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სათანადო მყარი პოზიცია უნდა გამოაცხადონ, თქვან და აღიარონ, რომ ეს დასკვნები არის რეალური, სიმართლეს ასახავს და საქართველოში შედგა დემოკრატიული არჩევნები და ქვეყანას ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება. ეს არის ორმაგი სტანდარტი, სტანდარტი, რომელიც არ არის ცხადია მისაღები პარტნიორული ურთიერთობებისთვის და სტანდარტი, რომლის გაუმჯობესების და გამოსწორების გარეშე რა თქმა უნდა ვერ შედგება ვერანაირი პარტნიორობა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)