|
2024-11-30 14:40:47, 400 ნახვა
პოლიტიკა
ბერბოკი - ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს
,ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში ათიათასობით ადამიანი ევროპის გულს თბილისის ქუჩებში ატარებს და წყლის ჭავლის წინააღმდეგ ევროკავშირის დროშა უჭირავს. საქართველოს კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მოუსმენს თუ არა თავისი ქვეყნის ხმას“, - წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევდნენ მომიტინგეებს, დასდევდნენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. 28-30 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე საერთო ჯამში, 150 პირი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლებით დააკავეს. ამასთან, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებითაც მიმდინარეობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ასევე გამოძიება დაწყებულია სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)