|
2024-11-30 04:25:45, 467 ნახვა
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ჯერ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციასთან და სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს
მიზეზი, რის გამოც პროტესტი დაიწყო და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აქციაზე გამოვიდა, იყო ის, რომ თითქოს საქართველომ შეწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესი. ამ დროს კი, [პრემიერის] განცხადებაში სრულიად გარკვევით წერია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კი არ შეწყდა, უბრალოდ, ჩვენი მხრიდან არ იქნება მოთხოვნა, რომ დღეს, ან ხვალ გახსნან მოლაპარაკებები“, - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა. მისი თქმით, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ჯერ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან და სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ამას კი დრო და რესურსები სჭირდება. „ამ ყველაფერს თავისი პრაგმატული მიზეზები აქვს: ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც უნდა განვიხილოთ. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ჯერ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან და სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ამას კი დრო და რესურსები სჭირდება. წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: ვთქვათ, მოლაპარაკებები 2025 წელს გაიხსნა. ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებას ობიექტურად სჭირდება ორი, სამი, ზოგჯერ ხუთი წელი. ანუ, 2028 წლამდე მაინც ვერ მოვახერხებთ ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, მაინც 2028 წელს ვიქნებით მზად ტექნიკურად იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს. ამის შემდეგ კი შემოდის პოლიტიკური მდგენელი, ანუ, თვითონ ევროკავშირი რამდენად იქნება მზად მორიგი გაფართოებისთვის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)