|
2024-11-29 18:24:52, 422 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები - ევროპული ოჯახის წევრობისკენ საქართველოს სწრაფვას მხარს ვუჭერთ
საქართველოს სწრაფვას ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მხარს ვუჭერთ,- ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქმედი თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პოლიტიკური დღის წესრიგიდან მოხსნა, ქვეყნის ინტერესებს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის განცხადების შემდეგ, თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო. თბილისში, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო, რა დროსაც პროტესტის მინაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მანამდე კი, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე, როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. არიან დაშავებულები, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)