|
2024-11-29 14:30:55, 378 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მადლობა თითოეულ პოლიციელს, რომლებმაც ძალადობა პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთეს
საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და 2012 წლიდან, ამ ქვეყანაში ყველას აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუმცა, სამწუხაროდ, გუშინდელი პროტესტი ძალიან მალე გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს და მიიღო კანონსაწინააღმდეგო ხასიათი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კობახიძემ მადლობა გადაუხადა პოლიციას, რომელმაც მისი შეფასებით, „ძალადობა პროპორციულობის პრინციპის დაცვით აღკვეთა“.
შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება. კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ, საქართველოს დედაქალაქი და სხვა დიდი ქალაქები საპროტესტო აქციებმა მოიცვა. თბილისში მოქალაქეები თავდაპირველად „ქართული ოცნების“ ოფისთან, შემდეგ კი, პარლამენტთან შეიკრიბნენ. რუსთაველის გამზირზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. თავდაპირველად, მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის იყო როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს. მალევე, წყლის ჭავლის გამოყენება და მომიტინგეების დაშლა დაიწყეს. დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის მედიის წარმომადგენლები: ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, „TV პირველის“ ჟურნალისტი ანა მდივანი და ოპერატორი ნიკო კოკაია და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ აქციაზე 43 პირი დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)