|
2024-11-29 13:59:17, 341 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერი ისნის რაიონში N109 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო
თბილისის მერი კახა კალაძე ისნის რაიონში იმყოფებოდა, სადაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე N109 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა უკვე ფინალურ ეტაპზეა გადასული - ახალი საბავშვო ბაღის კონსტრუქციის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებულია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფასადის მოწყობა, ასევე, შიდა სარემონტო სამუშაოები.
N109 საბავშვო ბაღი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, რომელთა დემონტაჟი ავარიულობის გამო გასულ წლებში განხორციელდა და მათ ნაცვლად ახალი პროექტები დაიგეგმა. აღნიშნული საბავშვო ბაღი 20-ჯგუფიანი იქნება და 600-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და დაცული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების პირობები, ასევე, ადაპტირდება შშმ პირთათვის. აღსანიშნავია, რომ პროექტში გათვალისწინებულია შენობის ენერგოეფექტურობაც, რაც ხარჯების დაზოგვას ისახავს მიზნად. საბავშვო ბაღის ექსპლუატაციაში მიღება მომავალი წლის სექტემბერში იგეგმება. ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის, ალტერნატიულ ფართში განთავსებული კონტინგენტი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში დაბრუნდება. აღნიშნული პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარი გამოიყო. კახა კალაძესთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილეები კახა გულედანი და ირაკლი ბენდელიანი, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი კახა აბულაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები ნიკა ელისაშვილი და კახა ლაბუჩიძე იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)