10:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 12:00:50, 338 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც რუსული მთავრობის მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ

მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებიც რუსული მთავრობის მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას გაემიჯნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძის განცხადებით, მათი საქციელი საჯარო სექტორისთვის გადამდები უნდა გახდეს.

„მივესალმები საგარეო საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებს, რომლებიც გაემიჯნენ რუსული მთავრობის მოღალატეობრივ გადაწყვეტილებას. 

მათი საქციელი გადამდები უნდა გახდეს საჯარო სექტორის ყველა თანამშრომლისთვის! 

სრული პროტესტი და დაუმორჩილებლობა! 

არჩევანი ერთია - ან საქართველო, ან რუსეთი!“- წერს ხაზარაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.

კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44-მა თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics