10:24 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-29 01:25:22, 367 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადებაზე - საჯარო სამსახურები იღვიძებენ!

საჯარო სამსახურები იღვიძებენ! - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გავრცელებულ განცხადებას.

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს.

"საქართველო აპროტესტებს: საჯარო სამსახურები იღვიძებენ! საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 საჯარო მოსამსახურე განცხადებას ავრცელებს, სადაც დღევანდელ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ ანტიევროპულ განცხადებას აკრიტიკებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.

კობახიძის განცხადების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 44-მა თანამშრომელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა და ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics