|
2024-11-28 20:33:12, 505 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ევროპულ მომავალს, თვალი უნდა აეხილოს
თუ ვინმეს კიდევ ჰქონდა ილუზია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენა არ გამორიცხავს ჩვენს ევროპულ მომავალს, ახლა თვალი უნდა აეხილოს,- ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ევროკავშირთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას. ბოკერიას განცხადებით, „ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის გარეშე, საქართველოს თავისუფალ სამყაროში დაბრუნება, საქართველოს სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდება“. მისივე თქმით, „დღევანდელი განცხადება ამ რეალობასთან, ანუ სახელმწიფოებრიობის დაკარგვის პერსპექტივასთან შეგუებისკენ მიმართული უტიფარი ნაბიჯია ამ ხელისუფლების მხრიდან“.
შეგახსენებთ, დღეს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დადგება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
კობახიძე - გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)