|
2024-11-28 14:00:49, 428 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა [ვიდეო]
საქართველოს პარლამენტმა საქართველოს მთავრობას ნდობა გამოუცხადა. საკანონმდებლო ორგანოს დადგენილებას „საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შესახებ“ კენჭი ცოტა ხნის წინ პლენარულ სხდომაზე ეყარა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მთავრობას ნდობა 84-მა კანონმდებელმა გამოუცხადა, წინააღმდეგ არავინ წასულა. ნდობის გამოცხადების შემდეგ, სასესიო დარბაზში, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიით გასული დეპუტატები იმყოფებოდნენ, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. შეგახსენებთ, საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 25 ნოემბერს გაიხსნა. ამავე დღეს, საკანონმდებლო ორგანომ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალა - „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ - არ აღიარებს და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. 26 ნოემბერს, ოფიციალური მიმართვის საფუძველზე, საარჩევნო ადმინისტრაციამ პოლიტიკური გაერთიანებების - „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს რეგისტრაცია გაუუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)