|
2024-11-28 13:57:29, 416 ნახვა
საზოგადოება
ქარქაშაძე - ჩვენი თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება და Wizz Air ქუთაისის აეროპორტში კიდევ უფრო აქტიურად იქნება წარმოდგენილი
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი საქართველოში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვარადი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორს, ირაკლი ქარქაშაძეს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლოდ ახალი მიმართულებების დამატების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
Wizz Air-ი საქართველოში უკვე 12 წელია ოპერირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 4 ბაზირებული ხომალდი ჰყავს. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 15 ქვეყნის 23 მიმართულებით დაფრინავს.
ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ყოველწლიურად სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებს სტუმრობს. მათ შორისაა საქართველო, სადაც ჯოზეფ ვარადი, Wizz Air-ის 12 წლიანი ოპერირების მანძილზე უკვე მესამედ იმყოფებოდა და აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე დასაქმებულ თანაშრომლებს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)