13:45 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 16:52:08, 313 ნახვა

პოლიტიკა
ცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ცნობით, შეხვედრას ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე კეისი ჯონსი, USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების საკითხებში უფროსი მრჩეველი  ჯეფრი ვანესი  და ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია ესწრებოდნენ.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დეზინფორმაციული კამპანია, 14 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით -  ამ და სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია გიორგი კალანდარიშვილმა თავად მიაწოდა.

 "დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე და მოვისმინე მათი მოსაზრებები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

ინსტიტუცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, რასაც შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ითვალისწინებს, რაც შემდგომ დადებითად აისახება საარჩევნო პროცესებზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში და არა მხოლოდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც  ჩვენ ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება",- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ,  ამერიკის საელჩოსა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მათი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესი, ასევე ამომრჩეველთა ინფორმირება წარმატებით განახორციელა.

შეხვედრა, 27 ნოემბერს  გაიმართა და მას ადმინისტრაციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics