13:43 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 15:54:45, 353 ნახვა

პოლიტიკა
მეზვრიშვილი - უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს ნუ დაუთმობთ

უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს ნუ დაუთმობთ, არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი - მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა,- ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.

მეზვრიშვილის განცხადებით, „სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ“.

„ნუ დაუთმობთ უდიპლომობას ყველა სივრცეს და ყველა ეთერს. არ არის ეს მთავარი პოლიტიკური საკითხი, რის ირგვლივაც ახლა დღის წესრიგი უნდა იქმნებოდეს (მერწმუნეთ, ეს მხოლოდ ივანიშვილს დაეხმარებაა). მთავარი ის არის, რომ ივანიშვილმა ბოლო დამოუკიდებელი ინსტიტუტი გააუქმა. გვყავს არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა და გვეყოლება არალეგიტიმური პრეზიდენტი. გვყავს ხელისუფლება, რომელსაც დემოკრატიული სამყაროდან არავინ აღიარებს. სრულყოფილი ავტორიტარიზმის ფაზაში ვართ და აქედან გამოსავალს უნდა ვეძებდეთ“,- წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. ყაველაშვილის კანდიდატურა დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

პრეზიდენტის არჩევნები მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილება 16 დეკემბერს ეწურება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics