|
2015-02-14 09:47:37, 462 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ ოზურგეთში სამოქალაქო საზოგადოებას პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ გააცნო
ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოებასა და შსს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ შსს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას, რომელიც ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოებასთან საქართველოს კიდევ ცხრა ქალაქში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობის პროცესში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციას და თემისთვის აქტუალურ საკითხებზე რეაგირებას. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ. ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და დისკუსია გამართა. ახალგაზრდებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობის და რეგიონის განვითარების შესახებ საკუთარი პროექტები და მოსაზრებები გააცნეს. „შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და მისი მხარდაჭერით, ჩვენმა სამინისტრომ დაიწყო ახალი კამპანია, ახალი პროგრამა. ეს არის - „უსაფრთხო ქალაქი“ და საქართველოს 10 ქალაქში ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან. დღეს ასეთი შეხვედრა, პირველი შეხვედრა შედგა გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს და ვფიქრობ, რომ იყო საკმაოდ საინტერესო. ვინაიდან ჩვენ შევძელით, რომ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გადაგვეცა ის ინფორმაცია და გზავნილები, რასაც ჩვენი სამინისტრო ატარებს და მეორე მხრივ - პასუხი გაგვეცა მათ შეკითხვებზე და ასევე მოგვენიშნა ის პრობლემები, რომელიც ამ ქალაქში და ამ რეგიონში თუნდაც არსებობს. იყო ძალიან კონსტრუქციული და სასარგებლო შეხვედრა იმიტომ, რომ ყველამ მოახერხა თავისი აზრის გამოთქმა. მედიამ აღნიშნა, რომ მედიისთვის გარემო არის ბევრად გაუმჯობესებული და ასევე, მოქალაქეებმა მოგვცეს დიდი და მეტი მოტივაცია, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს არის საერთო ანგარიშვალდებულების ნაწილი მოსახლეობასთან და ჩვენი სამინისტრო იქნება ერთ-ერთი მოწინავე კვლავაც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით. შეკითხევბი არ უნდა დაგროვდეს, მათ აუცილებლად გაეცემა პასუხი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)