|
2016-02-29 11:20:37, 955 ნახვა
მსოფლიო
კრამერი: ამერიკამ უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორის დევიდ კრამერის განცხადებით, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტი დახმარება და აქცენტის გაკეთება მართებს კანონის უზენაესობის, მედიის და ინსტიტუტების განვითარებაზე. როგორც კრამერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში აღნიშნა, რუსეთი საქართველოს სვლას დასავლეთისკენ მუდმივად ბლოკავს და ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. „პოსტ-საბჭოთა სივრცეში ამერიკას მეტი დახმარება და აქცენტის გაკეთება მართებს კანონის უზენაესობის, მედიის, ინსტიტუტების განვითარებაზე. რუსეთი საქართველოს სვლას დასავლეთისკენ მუდმივად ბლოკავს და ჩრდილოატლანრიკურ მისწრაფებებს ეწინააღმდეგება. ამ სიტუაციაში, ამერიკამ საპრეზიდენტო დონის ინტერესი უნდა გამოიჩინოს და უფრო იაქტიუროს რეგიონში. საქართველოს ინტეგრაცია ევროპასთან მნიშვნელოვანია. ნატოს მომდევნო სამიტი არ უნდა გახდეს ის, რაც ბუქარესტის დეკლარაციის შემდეგ მივიღეთ: ქართველების იმედგაცრუება და რუსეთის აგრესია. ამ ეტაპზე, საქართველოს პროგრესის მეტი აღიარება სურს ნატოსგან. დასავლეთმა, კერძოდ შეერთებულმა შტატებმა, ხმამაღლა უნდა განაცხადოს, რომ ალიანსში საქართველოს მიღება ვაშინგტონის ინტერესებშიცაა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნებისთვის პროგრესის უპირველესი ნიშანი ბოლო 25 წლის მანძილზე, დამოუკიდებლობის მიღწევა და შენარჩუნებაა. რუსეთი, საქართველოში შემოიჭრა და ამ ქვეყანას ახლა სეპარატისტული კონფლიქტები აქვს. მიუხედავად ამისა, ის დამოუკიდებლად ვითარდება ევროატლანტიკური გზით მიდის. ვისურვებდი, რომ დასავლეთი მას უფრო დაეხმაროს ამ გზაზე. მინდა, რომ მომდევნო 25 წელი ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციაზე ვსაუბრობდეთ“, - განაცხადა კრამერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)