22:14 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 16:00:00, 581 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელია სანაშენე მეურნეობებისა და გენეტიკური კვლევის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით პარიზში სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენას (CIA) ესწრება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია მესაქონლეობის დარგში როგორც მეხორცული, ისე მერძეული სანაშენე მეურნეობებისა და გენეტიკური კვლევის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.

უწყების ინფორმაციით, დანელიამ მესაქონლეობის მიმართულების უმსხვილესი კომპანიების Charolais France-ის და Coopex Montbeliarde-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან მესაქონლეობის დარგში გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ფრანგულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ქართველი სპეციალისტებისთვის მსხვილფეხა საქონლის ჯიშების გაუმჯობესების კუთხით გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოში ფრანგი სპეციალისტების ვიზიტის უზრუნველყოს. 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო განიხილება როგორც პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის განვითარების კუთხით კავკასიის რეგიონის ცენტრი გახდეს. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ არამხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ორგანიზაციებთან, არამედ კერძო სექტორთანაც და დაჩქარებულ ვადებში საპილოტე პროექტებიც განახორციელონ. 

ამასთან, უწყების ცნობით, შეხვედრაზე ოთარ დანელიამ საქართველოში მესაქონლეობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 
როგორც

მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ჯიშების შერჩევა. 

„საქართველოში მესაქონლეობის დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა. იმ შემთხვევაში თუ მოხდება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა, შესაძლებელია მოხდეს მსხვილფეხა პირუტყვის როგორც მომთაბარე, ასევე ბაგური მოვლის სისტემის დანერგვა და განვითარება. ეს ხელს შეუწყობს წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და მოცულობის გაზრდასაც. გენეტიკისა და ჯიშთა გამოცდის მიმართულებითი ნვესტიციების განხორციელდება საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი მესაქონლეობის დარგის მიმართულებით როგორც ცოდნის, ისე პრაქტიკის გაზიარების კუთხით რეგიონულ ცენტრად იქცეს“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

პარიზის სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში შეხვედრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics