16:43 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 19:08:00, 628 ნახვა

სპორტი
კვაჭანტირაძე პეტრიაშვილის საქმეზე: ხელისუფლების ჩართულობა არის გარდაუვალი, აუცილებელი

"პროცესში ხელისუფლების ჩართულობა  გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანზე არის გარდაუვალი და აუცილებელი",-ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნას, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შს მინისტრსა და  პრემიერს შეხვდნენ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიება ეფექტურად მიმდინარეობს: 

"მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ჩართულობა  გამომდინარე იქიდან, რომ საუბარია პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანზე, არის გარდაუვალი, აუცილებელი. პრემიერმა გააკეთა ძალიან სწორი  განცხადება ამის თაობაზე, მაგრამ იმედია განცხადება არ დარჩება მხოლოდ თხოვნად და მოწოდებად და სამართალდამცავი ირგანოები უმოკლეს ვადებში, რამდენადაც ვიცით კვალზე ადგანან,  უშუალოდ დამნაშავეებს აუცილებლად დაიჭერენ. იმის იქეთ რა ხდება, ჩვენ არ ვიცით. არც არავინ არ იცის. მთავარია საზოგადოების მოთხოვნა, რომ არც ერთი წუთი არ უნდა იქნას დაკარგული იმისათვის, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება მალე და შედეგი რაც შეიძლება მალე დაიდოს",-განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 შეგახსენებთ,  26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში ალექსი პეტრიაშვილი ყოფილი დიპლომატის - ლევან მიქელაძის საფლავზე სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
ბაზისბანკმა IFC-სგან გამორჩეული პარტნიორობისთვის ჯილდო მიიღო
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics