|
2024-11-20 02:14:07, 1336 ნახვა
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ჩეხეთთან მატჩით დაასრულა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფის ბოლო ტურის შეხვედრაში ჩეხეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ოლომოუცში გამართული მატჩი ჩეხებმა კარგად დაიწყეს და მე-3 წუთზე ანგარიში გახსნეს. კონტრშეტევაზე ჩვენი დაცვა ჩავარდა და პაველ შულცმა ახლოდან ზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე კი საჯარიმო დარტყმა ადამ ჰლოჟეკმა იდეალურად შეასრულა და ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა. ვილი სანიოლმა შეტევის გაძლიერება ტაქტიკური ცვლილებით სცადა და მცველი გიორგი გველესიანი შემტევი ზურიკო დავითაშვილით შეცვალა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ძალებით შეუტია, ერთ-ერთი შეტევისას ხვიჩა კვარაცხელიამ ძელს მოარტყა. მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო, მე-60 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ თავისი შანსით ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. თუმცა „ჯვაროსნებმა“ მეტი გოლის გატანა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 1:2 დამარცხდნენ. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო უკრაინის ნაკრებთან და C დივიზიონში დაქვეითდა. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფი მესამე ადგილზე დაასრულა და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად C დივიზიონის რომელიმე მესამეადგილოსანთან პლეი ოფში ითამაშებს. "პირველი არხი"
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)