|
2024-11-18 15:12:06, 1509 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო ორგანიზაცია Temos International-ის აკრედიტაცია 3 წლის ვადით მიენიჭა
ბათუმის სამედიცინო ცენტრს საერთაშორისო ორგანიზაცია Temos International-ის აკრედიტაცია 3 წლის ვადით მიენიჭა. სერტიფიკატი ადასტურებს, რომ ბათუმის სამედიცინო ცენტრი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო დონის ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დოკუმენტის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე ესწრებოდნენ. "ღონისძიების ფარგლებში, მინისტრებმა კლინიკა დაათვალიერეს და მედპერსონალთან შეხვდრა გამართეს. სამედიცინო დაწესებულებებს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა 2025 წლის 1 იანვრამდე დაევალა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)