10:12 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 01:52:30, 779 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ასეთ რაღაცეებს არ აცხადებენ, რაკეტები თავისთავად ილაპარაკებენ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაციას უნდა აიძულონ მშვიდობა იარაღით და არა „მოსკოვთან საუბრით“.

პრეზიდენტმა ისაუბრა შეერთებულ შტატებს, ინგლისსა და საფრანგეთს უკრაინაში რუსეთის სიღრმეში შორი მოქმედების იარაღის გამოყენების უფლებაზე.

„ჩემს „გამარჯვების გეგმაში“ უკრაინაში მთავარი იყო ჩვენი არმიისთვის შორი მოქმედების იარაღის მიწოდება. დღეს მედიაში ამბობენ, რომ მათი გამოყენების ნებართვა მივიღეთ. მაგრამ დარტყმა სიტყვებით არ წყდება. ასეთ რაღაცეებს არ აცხადებენ. რაკეტები თავისთავად ილაპარაკებენ. თან აუცილებლად“. - განაცხადა ზელენსკიმ.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა უკრაინას ვაშინგტონიდან მიღებული შორი მოქმედების იარაღით რუსეთის სიღრმეში დარტყმის აკრძალვა. - ამის შესახებ, ამერიკული მედია  იტყობინება. The New York Times-ის (NYT) თანამოსაუბრეების თქმით, საუბარია ATACMS ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტებზე.

საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებული შტატების მიყოლებით, უკრაინას ნება დართეს რუსეთის ტერიტორიის  სიღრმეში მათი წარმოების იარაღი გამოიყენონ. - ამის შესახებ გაზეთი Le Figaro იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics