22:18 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-28 10:31:18, 556 ნახვა

საზოგადოება
ღოღობერიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

კრწანისის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან და კრწანისის რაიონის გამგებელ გიორგი კოპალეიშვილთად ერთად გაეცნო.

 თბილისის მერმა ადგილზე დავალებებიც გასცა, ადგილობრივ  მოსახლეობას გაესაუბრა და მათ სხადასხვა საკითხის მოგვარებას კერძოდ, ბავშვებისთვის სათამაშო მოედნისა და მოსასვენებელი პარკის გაკეთებას დაჰპირდა.

მათივე ცნობით, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალაში, ღოღობერიძის ქუჩაზე ასფალტის დაზიანებული საფარის დემონტაჟი და მიწისქვეშა კომუნიკაციების: საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად მზადდება საფუძველი ასფალტის ახალი საფარის დასაგებად.

„ღოღობერიძის ქუჩაზე ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ გზას კაპიტალურად გავაკეთებდით. აქ გზა არასდროს ყოფილა მოწესრიგებული, შესაბამისად სამუშაოები კაპიტალურად მიმდინარეობს. იჭრება გრუნტი, დაიგება ასფალტის საფარი. შევხვდი მოსახლეობასაც, მათ  დავპირდით, რომ კიდევ სხვა საჭიროებებს მოვუგვარებთ. გაკეთდება პარკი, სკამები, ბავშვებისთვის სათამაშო მოედანი, იმისათვის რომ უბანი დაემსგავსოს უბანს და ცხოვრება გახდეს უფრო მეტად საინტერესო და კომფორტული ადგილობრივებისთვის“, -  განაცხადა დავით ნარმანიამ

საავტომობილო გზის მშენებლობა მიმდინარე წლის 19 თებერვალს დაიწყოდა 19 მაისს დასრულდება. სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics