04:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 14:09:58, 336 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში, ცესკო და პროკურატურა გაყალბებულ არჩევნებს ასუფთავებენ

ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ეს არის „ქართული ოცნების“ - თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

კორძაიას თქმით, „დიქტატურაში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო“.

„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების ყველა შტო და ამ შემთხვევაში ცესკო და პროკურატურა ასუფთავებენ გაყალბებულ არჩევნებს. ზუსტად აქედან გამომდინარე, გუშინ ჩვენ დავაყენეთ სასამართლოზე შუამდგომლობა, რომ შეეჩერებინა სასამართლოს საქმის განხილვა, სანამ პროკურატურა გამოძიებას არ დაასრულებდა და ამაზეც უარი გვითხრეს, რადგან როდესაც წვდომა არ აქვს სასამართლოსაც კი იმ დოკუმენტებზე, რომელიც დალუქულია, შეუძლებელია სასამართლომ თქვას, რომ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს.

ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა ჩაერთო და გააჩერა დოკუმენტაციაზე წვდომა ნებისმიერი უწყებისთვის. ამიტომ, ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნების“ - თანამედროვე კომუნისტური პარტიის მმართველობა, დიქტატურა, რომელშიც ჩართული ჰყავთ ხელისუფლების ყველა შტო“,- ამბობს კორძაია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics