04:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 13:16:09, 334 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ნაცვლად, უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ვთვლი, რომ იქნება არასწორი,- ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.

როგორც გახარიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ნაცვლად, უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, „ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა“.

„ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ვთვლი, რომ იქნება არასწორი. ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა იმის მაგივრად, რომ კონკრეტულად დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში არიან დამნაშავე. რატომ უნდა დასაჯონ რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები?! თქვენ წარმოიდგინეთ ვიზის კეთება ადამიანების მიერ, რომლებსაც უბრალოდ დანაზოგი არ აქვთ, საბანკო ანგარიშს ვერ მიიტანენ, რომ თავისი ხარჯები ანახონ მაშინ, როდესაც ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, ესენი მარტივად იფრენენ იქით-აქეთ. ამიტომ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ნაცვლად, უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა“,- აცხადებს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, გუშინ, 13 ნოემბერს ევროპარლამენტში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგებისა და რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ დებატები გაიმართა. დებატებზე საუბარი იყო როგორც სანქციების, ისე სავიზო რეჟიმის დაწესებაზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics