04:51 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-13 15:35:04, 347 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეკრებილები აღმაშენებლის ძეგლის მიმართულებით მსვლელობას მართავენ

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა ცესკოს ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით აღმაშენებლის ძეგლისკენ მიემართებიან.

ცოტა ხნის წინ, აღმაშენებლის ხეივანში მარშის მიმდინარეობის დროს პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა.

ხმაური და დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა სცადეს, რომ მსვლელობის მონაწილეები გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს გადაეყვანათ.  

„ქალებს გვეჭიდავებიან. გადაგვიარეს შუა ქუჩაში - მათ, სამართლადამცველები რომ ჰქვიათ - ლაჩრები. აი, ამ დღეში ჰყავთ ე.წ. სახელმწიფო ინტიტუტები. გადაგვიარეს ქალებს მშვიდობიანი აქციის დროს“,- უთხრა ჟურნალისტებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობილია, რომ მსვლელობა აღმაშენებლის ძეგლთან დასრულდება.

შეგახსენებთ, მანამდე, მსვლელობის მონაწილე ქალებმა საპროტესტო აქცია, სლოგანით „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა!“, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან გამართეს. 

აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც პროტესტის მონაწილეები შეეცადნენ, ცესკოს შენობაში შესულიყვნენ, თუმცა მათ სამართალდამცველები ჭიშკრის გაღების საშუალებას არ აძლევდნენ. მოგვიანებით, პოლიციამ ჭიშკარი გახსნა და აქციის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის ეზოში შესვლა შეძლეს. 

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ - ამ მოთხოვნით შეკრებილმა ქალებმა ცესკოს სახელზე ინდივიდუალური განცხადებები დაწერეს, ცესკოს კანცელარიას ჩააბარეს და არჩევნების შედეგების ბათილობა მოითხოვეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics