|
2016-02-27 15:10:35, 558 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში სოფლის ბიბლიოთეკა მოინახულა, რომლის ტექნიკური აღჭურვაც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან განხორცილდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ ფარგლებში ფონდის დახმარებით კახეთის რეგიონში 45 ბიბლიოთეკა აღიჭურვა კომპიუტერული ტექნიკით, მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერებით და ინტერნეტით. ბიბლიოთეკარებმა კი, კვალიფიკაციის ამაღლების კურსები გაიარეს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ამ ბიბლიოთეკების სახით სოფლებში შეიქმნება საინფორმაციო ცენტრები, რომლებსაც კულტურულ - საგანმანათლებლო კერების დატვირთვა ექნებათ, სოფლის ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეიკრიბონ და სხვადასხვა საკითხებზე იმსჯელონ. პრეზიდენტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში არსებული ყველა სოფლის ბიბლიოთეკის ფონდები შეივსო ახალი გამოცემებით. პროექტს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს. გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წელს, პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკისათვის“ მეორე ეტაპი ხორციელდება - „თანამედროვე ინტერნეტსერვისები საქართველოს სოფლების მოსახლეობისათვის". საბიბლიოთეკო ასოციაცია ფონდის დაფინანსებით საქართველოს საზღრისპირა რეგიონებში 70 სოფლის ბიბლიოთეკის ინტერნეტიზაციას განახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)