06:11 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 15:32:28, 414 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა - მივმართავთ ცესკოს, რათა არცერთი კანდიდატი არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი პარლამენტს არ გადაეცეს

ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების ლეგიტიმურობას და უარს ვაცხადებთ საპარლამენტო მანდატებზე და დღეს ოფიციალურად ინდივიდუალური წერილით მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არცერთი კანდიდატი „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არ გატარდეს რეგისტრაციაში და ჩვენი უფლებამოსილების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველოს პარლამენტს განსახილველადაც კი,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, „არალეგიტიმურ არჩევნებს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან აღიარება არ ექნება“.

„საქართველოს კონსტიტუციის 25-ე პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პარტიული სიის წევრს, მათ შორის პარლამენტში არჩეულ პირს, უფლება აქვს, უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე. სახელმწიფო თანამდებობას პირი იკავებს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით. კონსტიტუციის მითითებული ფორმა გამორიცხავს საჯარო თანამდებობის დაკავებისთვის რამე ფორმის იძულებას. პირი უფლებამოსილია, უარი თქვას დეპუტატის მანდატის მოპოვებაზე და ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს სწორედ აქ, მათ შორის ოფიციალურად დადასტურებული წერილით თითოეული ჩვენგანისგან, რომელიც გადაეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

აღნიშნული უფლება ეფუძნება კონკრეტული პირის თავისუფალი ნების გამოვლენას და გამორიცხავს ცესკოს მხრიდან საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციასა და დროებითი მანდატის გაცემას წინამდებარე განმცხადებლის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით.

ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება და ჩვენ ამ თავისუფალ ნებას ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ ჩვენ უარს ვამბობთ მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას; სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება; სადაც ადგილი ჰქონდა უამრავ სხვა მაქინაციას და მასობრივ დარღვევას, რომლის შედეგებსაც არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო და ჩვენ ეს ვიხილეთ მათ შორის გუშინ, როდესაც საქართველოს ევროპელი მეგობრები იმყოფებოდნენ აქ და მიმართავდნენ ქართველ ხალხს, რომელსაც არც კი შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ, რომ არალეგიტიმურ არჩევნებს არ ექნება აღიარება ცივილიზებული სამყაროს მხრიდან; არ ექნება აღიარება ოპოზიციის მხრიდან და ჩვენ ჩვენი ხელმოწერით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ, რომ ცესკოს არ აქვს უფლება, ჩვენი საბუთები გადააგზავნოს პარლამენტში უფლებამოსილების ცნობის მიზნით“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics