2024-11-12 12:58:50, 315 ნახვა
პოლიტიკა
პავილიონისი - არჩევნები მოიპარეს, მაგრამ ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში საქართველოს გაწევრიანება თქვენს ხელშია
არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში მისი გაწევრიანება თქვენს ხელშია,- ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
პავილიონის განცხადებით, მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს.
"24-საათიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის საქართველოში, საქართველოს ნამდვილ მეგობრებთან ერთად. გთხოვთ მხარი დაუჭირეთ საქართველოს - ახლა თქვენი ჯერია! არჩევნები მოიპარეს, მაგრამ საქართველოს თავისუფლება, დემოკრატია და ჩვენს ტრანსატლანტიკურ ოჯახში მისი გაწევრიანება - ასევე თქვენს ხელშია. თბილისში ახლავე ჩამოდით!"- წერს პავილიონისი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,