|
2024-11-11 22:17:07, 506 ნახვა
პოლიტიკა
მიხალ კამინსკი - ყველას ვისაც სურს მოგპაროთ არჩევნები, ვუთხრათ ფრაზა - რუსულო სამხედრო გემო...
ყველას ვისაც სურს მოგპაროთ არჩევნები, ვუთხრათ ფრაზა - რუსულო სამხედრო გემო..." ამის შესახებ, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება - ქვეყნისა ევროპაში, ქვეყნისა, რომელშიც დაისადგურებდა თავისუფლება, სიყვარული - ეს არის ჩემი ქართული ოცნება და თქვენი ქართული ოცნება და თქვენ გაიმარჯვებთ. ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ არჩევნები, ყველა მათგანისთვის, ვისაც სურს, რომ მოგპაროთ ხმები, ვისაც სურს მოგპაროთ თავისუფლება - ჩვენ გავუმეოროთ უკრაინელი ჯარისკაცის ცნობილი ფრაზა: "Русский военный корабль (რუსულო სამხედრო გემო) ..." ეს არის ჩვენი პასუხი პუტინს, ეს არის ჩვენი პასუხი რუსეთს. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო იქნება ევროპაში. ვერავინ ვერ გაბედავს, რომ მოგპაროთ ხმები, ვერავინ ვერ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას - საქართველო იქნება თავისუფალი, საქართველო იქნება ევროპაში." - განაცხადა პოლონელმა მაღალჩინოსანმა. მან გაიხსენა, რომ 2008 წლის ომის დროს იგი პარლამენტის წინ იმყოფებოდა პოლონეთის გარდაცვლილ პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან ერთად. „საქართველო გვიყვარხარ. თბილისო, მე აქ ვიდექი თქვენს ბრწყინვალე პრეზიდენტ სააკაშვილთან და პოლონეთის დიდ პრეზიდენტ, ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსული ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა. საქართველო გადარჩა, საქართველო გადაურჩა რუსეთის აგრესიას. ვერავინ გაბედავს, მოგპაროთ ხმები, ვერავინ გაბედავს თქვენი თავისუფლების მიტაცებას, საქართველო იქნება თავისუფალი, იქნება ევროპაში. ნება მომეცით, ბოლოში მოგახსენოთ, მიშა სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მიხალ კამინსკიმ.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)