06:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 17:23:50, 363 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის უპატივცემულობაა

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციისა და შიდა ინსტიტუციების უპატივცემულობაა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, “საქართველოში არჩევნები უმაღლეს დონეზე ჩატარდა“.

“რა უნდა გამოიძიონ, რა არის გამოსაძიებელი? თქვენ ამ ქვეყანას პატივს არ სცემთ? ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას პატივს არ სცემთ? იმ ინსტიტუციებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით არის, პატივს არ სცემთ? მე კი ვიცი, თქვენ რა დამოკიდებულება გაქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ, გრძნობა “სამშობლო“, პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული საერთოდ არ გაგაჩნიათ, იმიტომ,  რომ როდესაც ხარ აგენტი და ატარებ სხვა ქვეყნის ინტერესს, ცხადია, ვერ გექნება ამ ქვეყნის სიყვარული, ატარებ სხვა ქვეყნის სიყვარულს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმ სიცრუეებზე, იმ ბრალდებებზე, რასაც ვისმენდით, მიმართა საქართველოს პროკურატურას. პროკურატურა გამოვიდა და მიმართა იმ ადამიანებს, ვინც გამოდიოდა და იძახდა, რომ არჩევნები გაყალბდა, რომ აქვთ ფაქტები, არის მტკიცებულებები, მიმართა ზურაბიშვილს და სხვა ადამიანებს, რომ წარმოედგინათ ეს ყველაფერი. რა ქნეს, სად არის ეს ფაქტები და მტკიცებულებები? არ არსებობს ბუნებაში და რა უნდა წარმოადგინონ? ყველაფერი ცხადი და ნათელია, არჩევნები ჩატარდა უმაღლეს დონეზე. ნახეთ ეუთო/ოდირ-ის შეფასებაც, როგორც შუალედური, ისე საბოლოო. ყველაფერი ცხადია, რომ არჩევნები იყო მრავალპარტიული, სადაც ყველა ადამიანს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. შესაბამისად, 1 120 000-მა ადამიანმა არჩევანი გააკეთა მშვიდობაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და ღირსებაზე“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

“ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით მტრულ განცხადებებს და იმ რიტორიკას, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ვისმენდით ისეთ განცხადებებს, რომ ეს ადამიანები არანაირ პატივს არ სცემენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. მაგათ მართლა თავისი კოლონია ხომ არ ვგონივართ, ამ განცხადებებით და მიდგომებით? შეიძლება სააკაშვილის პირობებში მართლა ასე იყო, მაგრამ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ევროვნულ ინტერესს ატარებს და კეთილი ინებოს ყველამ, დასავლეთში იქნება ეს თუ სხვაგან, პატივი სცენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“,- განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics