07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 13:08:35, 322 ნახვა

პოლიტიკა
კამინსკი - აქ ვიყავი 2008-ში, როცა თბილისი რუსული საფრთხის ქვეშ იყო - ვიმყოფები ახლა იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა

აქ ვიყავი 2008-ში, როცა თბილისი რუსული საფრთხის ქვეშ იყო - ვიმყოფები ახლა იმიტომ, რომ თბილისი ისევ საფრთხის ქვეშაა,- ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა, მიხაილ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ლიეტუვისთვის, ლატვიისთვის, უკრაინისა და ესტონეთისთვის ორი გზა არსებობს - „ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ“.

"როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთო, გიპასუხებთ - მე 2008 წელს აქ ვიყავი პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. ეს ვიზიტი მე დავაორგანიზე, როგორც სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ აქ ჩამოვედით, როცა თბილისი რუსული შემოტევის პირდაპირი საფრთხისა და წნეხის ქვეშ იყო. ამ ქალაქში ვიდექი, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები ახლა იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა. ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული არაა, ტანკები არა (მაგრამ ისინი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან), მაგრამ ქვეყანა საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო.

ქართველი ხალხის წინაშე, ისევე, როგორც პოლონელი, ლიეტუველი, ლატვიელი, უკრაინელი და ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს, ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავვარდეთ. სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ, ვართ აქ. აქ ვართ საქართველოსადმი ჩვენი სიმპათიების გამო, რომელსაც შეიძლება, სიყვარულიც დავარქვათ",- განაცხადა კამინსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics