07:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 12:22:07, 348 ნახვა

პოლიტიკა
პეტი - გასაოცარია, პარლამენტის წევრი მეუბნება, „არ შეგხვდები, რადგან არ მეთანხმები“ - ადგილი, სადაც კონფლიქტი არაა, სასაფლაოა - იქ არ მეჩქარება

პარლამენტის წევრი მეუბნება, "არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე" - ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის, სასაფლაოა, მე არ მეჩქარება იქ,- ამის შესახებ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრედერიკ პეტმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული უარი „უარყოფაა იმის, რასაც დემოკრატია გულისხმობს“.

"გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ "მე არ შეგხვდები იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე". ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ",- განაცხადა პეტმა [სინქრონული თარგმანი].

შეგახსენებთ, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics