07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-11 11:39:51, 362 ნახვა

პოლიტიკა
როთი - არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო - ვინც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხადოს

ვინც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხადოს,- ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როთის თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და საჭიროა გამოძიება.

„ჩვენ ვიმყოფებით აქ იმიტომ, რომ ძალზედ შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნების თვალსაზრისით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის საიდუმლოება არ იყო უზრუნველყოფილი. ხდებოდა მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება. მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც კითხვები გააჩინა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, რაც დაადასტურა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს მასმედიის განცხადებებმა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ-მინისტრ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ მოხდეს გამოძიება ამ სერიოზული განაცხადებისა... მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება არ შეიძლება არ იყოს უზრუნვეყოფილი, ევროპული საბჭო, ეუთო და სხვა ორგანიზაციები უნდა ჩაერიონ. სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირი ამ არჩევნებს ვერ აღიარებს როგორც ლეგიტიმურს. თუ ეს განცხადებები დამოუკიდებლად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს მათ მიმართ, ვინც პასუხს აგებს ამომრჩეველთა მანიპულაციასა და დაშინებაზე. დემოკრატია და ანგარიშვალდებულება ხელიხელჩაკიდებული უნდა მიდიოდნენ და მან, ვინც ძირს უთხრის ამ პრინციპებს, ფასი უნდა გადაიხდოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი და ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა, რაც არის ყველაზე დიდი მიღწევა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ ჩვენთვისაც. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით“,- განაცხადა როთმა [სინქრონული თარგმანი].

შეგახსენებთ, საქართველოში იმყოფება ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics