2024-11-10 19:16:16, 403 ნახვა
პოლიტიკა
თბილისში საპროტესტო მსვლელობა იმართება
თბილისში, „ფეისბუქ-ჯგუფ“ „დაიტოვეს“ ორგანიზებით, საპროტესტო მსვლელობა იმართება.
მსვლელობა ცოტა ხნის წინ საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით დაიწყო.
მარშის მონაწილეები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
მსვლელობას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,