2024-11-09 17:09:01, 372 ნახვა
პოლიტიკა
აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ
მეტროსადგურ "მარჯანიშვილიდან" დაძრული საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლესთან მივიდნენ.
მოქალაქეების განცხადებით, ორბელიანების სასახლესთან მისვლა ერთგვარი პატივისცემის გამოხატულებაა პრეზიდენტის მიმართ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები გააჟღერეს.
თბილისში მსვლელობა მიმდინარეობს. მოქალაქეები და ოპოზიციის ლიდერები ქალაქის 2 ლოკაციაზე - მეტროსადგურ სახელწიფო უნივერსიტეტის და მეტროსადგურ მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიებზე შეიკრიბნენ და მსვლელობა დაიწყეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,